0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ქართული ღვინის და ქართველი გლეხის უგულვებელყოფა არის სახელმწიფოებრივი დანაშაული” - მამუკა ხაზარაძე

“ლელოს“ წარმომადგენლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ადგილობრივ მოსახლეობასთან და მევენახეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და დაუგეგმავი რთველი, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და ჩამბარებელ ქარხნებში არსებულ პრობლემები გააპროტესტეს.

“ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, “ქართული ოცნების” მთავრობის დროს, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საქმე საგრძნობლად გაფუჭდა. 

“აქ რისთვისაც ვართ, ეს მხოლოდ ხაშმის პრობლემა არაა, არამედ იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც აქვს ვაზის 8000 წლოვანი ისტორია, რომელსაც აქვს 525 ენდემური ჯიშის ყურძენი და მათ შორის არის ხაშმის საფერავი, მანავის მწვანე. ქინძმარაულში მოყვანილი საფერავი ღირს იგივე, რაც საფერავი და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ღვინის საქმე ამ ოცნების ხელში წავიდა უკან და უკან. 80 თეთრად როცა აბარებენ იგივე მანავის მწვანეს და არანაირი განსხვავება არ არის რქაწითელს შორის, ეს ნიშნავს, რომ არანაირ ხარისხს და წარმოშობის ადგლიმდებარეობას, ყურადღებას არ აქცევენ. ამ თეთრებში გლეხის შრომა არის ზარალი. ამას ემატება ლარის გაუფასურებაც და მსყიდველობის უნარიანობა ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ვარდება. პრაქტიკულად, გამოდის, რომ გლეხი ზარალზე მუშაობს მთელი წელი და ეს დაუშვებელია. 3 წლის წინ ქართული საექსპორტო ერთი ბოთლი ღვინო ღირდა 3.50$ და წელს ღირს 2.40$, შემდეგ წელს, თუ ასე გაგრძელდება, გლეხამდე ბოლოს თეთრებიც აღარ დარჩება. არანაირი სტრატეგია არ გააჩნია მთავრობას, არანაირი გეგმა არ აქვს, რომ ქართული ღვინო ააღორძინონ. 

ჩვენი გეგმის მიხედვით, ეს რადიკალურად შეიცვლება. საქართველოს საექსპორტო ღვინო გახდება მაღალანაზღაურებადი პროდუქტი. ჩვენ უნდა გავყიდოთ ქართული ღვინო მაღალ ფასად, რათა გლეხმა მიიღოს სარგებელი,”-განაცხდა ხაზარაძემ. 

აქციას ესწრებოდა “ლელოს” გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე. მისი თქმით, პრობლემა რთველის არაორგანიზებულობას უკავშირდება, ხოლო ყურძნის დაბალი ფასი გლეხს მოტივაციას უკარგავს. 

“ორიოდე დღის წინ ხაშმის მოსახლეობას შევხვდით და აღმოჩნდა, რომ ყურძენი უკვე სიმწიფეშია შესული და არ აქვთ საშუალება, რომ ყურძენი დაკრიფონ და ჩააბარონ. არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის რამე რეკომენდაცია და მითითება, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, არც ფასია შესაბამისი და სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის უნიკალური ადგილი. ხაშმის საფერავი - ეს ჯიში არის აქ და მას განსაკუთრებული თვისებები აქვს, ის წამლადაც კი გამოყენება. ყურძნის ჩაბარებაც კაპიკები ღირს, რის გამოც ხელს ვუწყობთ იმას, რომ კახელი გლეხი აღარ მოუვლის ვენახს. ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და შევცვლით კიდეც,” - განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...