0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უნივერსიტეტებში სწავლა 19 ოქტომბრიდან აუდიტორიებში ​განახლდება

აჭარის გარდა, ყველა სტუდენტი 19 ოქტომბრიდან დაბრუნდება აუდიტორიებში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა. ეს არის ეტაპობრივი.

ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას. ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის ეს თარიღები შერჩეული – 12 და 19 ორშაბათია ორივე. მოსწავლეებისა და შესაბამისად სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ეტაპობრივად მოხდება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, აჭარის გარდა, ბრუნდებიან აუდიტორიებში, ხოლო რაც შეეხება ზედა კლასებს, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, ამასთან დაკავშირებით მომავალში გავაკეთებთ განცხადებას“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები