0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“დანაშაულის ტოლფასია ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში არსებული უმძიმესი მდგომარეობა”-მედეა მეტრეველი

“ლელოს” ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გორის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა კობერიძემ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში  საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმის სავალალო მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. 

“ლელოს” ლიდერის, მედეა მეტრეველის თქმით, დიდი საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და მას წლებია, არ ჩატარებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საჭირო გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები. 

“ამის გამო, შენობის ავარიული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მემკვიდრეობის ძეგლს, არამედ მასში დაცულ უნიკალურ ისტორიულ ექსპონატებს - ივანე ჯავახიშვილის პირად ნივთებს.  მუზეუმის მცირე ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. მუზეუმის ადმინისტრაციის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადება გაურკვეველი ვადით. ანალოგიურ მდგომარეობაშია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სახლ-მუზეუმები, რომელთა მოვლა-პატრონობაზე და მათში დაცულ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულ გულგრილობას იჩენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ და სრულიად არამიზნობრივად ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს,”-განაცხადა მეტრეველმა. 

კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, პასუხისმგებლობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკისრება და მას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს ისეთ ისტორიულ ადგილებს, როგორიც ივანე ჯავახიშვილის მუზეუმია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...