0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრემიერის აღსარება" - სოფიო შამანიდი

პრემიერი გიორგი გახარია მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას აგრძელებს. “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდი კი პრემიერის იმ განცხადებებს ეხმიანება, სადაც ხმამაღლა საუბრობს, რომ მმართველმა გუნდმა რვა წელში ვერ მოასწრო სისტემური ინფრასტრუქტურის გამართვა.

„ პრემიერმა გახარიამ აღიარა, რომ 8 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას გზები დაეგო, გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემები მოეგვარებინა (ბევრ რეგიონში წყალს ჯერ კიდევ ვყიდულობთ), ინტერნეტი ყველა სოფელში ვერ გაიყვანა (კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება), ხიდები ვერ ააშენა და ა.შ. მივმართავ გახარიას, ბატონო პრემიერო, შეგახსენებთ, რომ გარდა თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კიდევ ბევრი რამ ვერ “მოასწრო” “ქართული ოცნების” მთავრობამ რვა წლის განმავლობაში. მაგალითად, ვერ შეამცირა კრიმინალი, ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, ვერ ჩაატარა რეფორმა განათლების სისტემაში, ვერ განავითარა ეკონომიკა, ვერ დაიჭირა ლარი, ვერ შეამცირა ემიგრანტების რიცხვი და კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ“ - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას ეხმაურება. შამანიდის თქმით, დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გახარიამ კიდევ ერთი სიმართლე თქვა: 4 წლის განმავლობაში 20 მილიარდს დავხარჯავთო, მაგრამ მაინც ვერაფერს გავაკეთებთო. ესეც მართალია, ბატონო პრემიერო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყაროთ, გამოსავალი ყოველთვის არის. მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 56, ბატონო პრემიერო და რაც ხალხს დაპირდით და ვერ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთებთ“ - აცხადებს შამანიდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები