0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - ახლა ჩამიგდეს უზარმაზარი ქორწილის სურათი, აკრძალულია, მაგრამ მაინც ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, აკრძალვების მიუხედავად ქორწილები მაინც იმართება.

„ახლა ჩამიგდეს სამწუხაროდ, „მესენჯერში“ კიდევ ერთი სურათი, უზარმაზარი ქორწილის. არ დავასახელებ რეგიონს. აკრაძალულია, მაგრამ ეს მაინც ხდება... უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ.

ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ეს ქორწილები და შეუღლებები აღვნიშნოთ მოკრძალებულად, არ გვინდა 200-300-400 კაცი. ძალიან დიდი რისკია ინფექციის გარვცელების. თუ ჩვენ ყველა ამ წესებს დავიცავ, დამერწმუნეთ ერთად მოვერევით ამ ინფექციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები