პოლიტიკა
IRI- 59%-სთვის ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
2020-09-17 12:12:50
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 59% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 35% კი ფიქრობს რომ სწორად.
ყველა ასაკობრივ დიაპაზონში გამოკითხული ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და ყველა შემთთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი აღემატება 50-ს.
უარყოფითია ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაც; გამოკითხულთა 58%-სთვის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, რაც აღემატება მათ რიცხს, ვინც თვლის, რომ ფინანსური მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია - 39%. ძალიან კარგი ეკონომიკური მდგომარეობა გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს აქვს.
კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, მოსახლეობის 32%-სთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, ნაწილობრივ გაუარესდა 39%-სთვის, მკვეთრად გაუარესდა 25%-სთვის. მხოლოდ 1%-სთვის გაუმჯობესდა.
უმუშევრობა (31%), ეკონომიკა (15%), სიდუხჭირე (8%), ხელფასები (6%) და ჯანმრთელობა (4%) - კვლავ მოსახლეობის მთვარ გამოწვევებად რჩება IRI-ის კვლევის თანახმად.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.
კომენტარები