0 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრი: ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერთვება.

"დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია მცირდებოდა, ჩვენ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას , რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე,“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები