0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახელმწიფო ორგანოების სრული უმოქმედობა გარემოს დაცვის საკითხებზე - კახა კოჟორიძე

„ლელოს“ ხაშურისა და ქარელის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კოჟორიძემ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და  ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. 

კახა კოჟორიძის განცხადებით, გარემოს დაცვა, მოქალაქეებისა და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა „ლელოს“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 

„დღეს, როდესაც  ტყე ნადგურდება, წყალი ბინძურდება, ნაგავში იხრჩობა სოფლები და ქალაქები, სახელმწიფო უმოქმედოა, თვალს ხუჭავს, არაფერს აკეთებს, არ იცავს ჯანსაღი გარემოს, არ იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, არ უფრთხილდება ჩვენი შვილების მომავალს. რაში გამოიხატება ეს უპასუხისმგებლობა და სრული უმოქმედობა, ნათლად დასტურდება ხაშურისა და ქარელის მაგალითზე,”-აღნიშნა კოჟორიძემ და ქვეყანაში ტყის უკანონოდ სარგებლობაზეც ისაუბრა.

“ისე, როგორც მთელ საქართველოში, ხაშურსა და ქარელში, ასევე ხშირია  ტყით უკანონოდ სარგებლობა, ტყის დაცვისა და მოვლის წესების დარღვევა, წყლის დაბინძურება, ტყის დანაგვიანება, გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა. ხშირი ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, პრაქტიკულად, არის ნულოვანი.

ლელოს ხაშურისა და ქარელის ოფისებმა გამოვითხოვეთ  ინფორმაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის თანახმად:

1. ბოლო 4 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ არც ხაშურში და არც ქარელში არც ერთხელ არ მოხდა რეაგირება გარემოს დაცვის ნორმების დარღვევაზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ["ასკ“] 69-ე მხ.)

2. ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ხე-ტყის დამზადებისას ტყით სარგებლობის წესების დარღვევაზე (აღნიშნული კოდექსის 63-ე მხ).

3. ასევე, 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესების დარღვევაზე.

4. ბოლო 4 წლის განმავლობაში ხაშურსა და ქარელში ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ასევე არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ ტყის ფონდის მიწებზე ტყის დანაგვიანება - დაზიანების კუთხით.

5. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის მხოლოდ 2-2 ფაქტია დაფიქსირებული 2019-2020 წლებში, ხოლო ქარელში ბოლო 4 წლის განმავლობაში ასეთი მხოლოდ 1 ფაქტი გამოავლინეს, 2018 წელს.

ეს არის უმძიმესი რეალობა, რომელიც უნდა შევცვალოთ. პირველ რიგში, "ლელო" განახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რათა ამაღლდეს ცნობიერება და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს. ამასთან, "ლელოს მარშალის გეგმის“ თანახმად, გამკაცრდება გარემოს დაცვითი რეგულაციები, და რაც მთავარია, ჩვენ უზრუნველვყობთ ამ რეგულაციების ამოქმედებას. "ლელოს" მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებები დაიცავს ჩვენს გარემოს, ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების მომავალს,” - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები