0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იგრძენით თავი დაცულად, სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს მიმართა, თავი დაცულად იგრძნონ, რადგან ამისთვის სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი მუშაობენ.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, მოსახლეობამ არ უნდა ჩათვალოს, რომ საფრთხე ჩავლილია.

„მინდა, ჩემს მოსახლეობას მივმართო აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით: ყველანაირი საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ რწმენა იმისი, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარამ, თვითონ არის უდიდესი საფრთხის შემცველი. ამიტომ ჩემი მთავარი მესიჯი იქნება, იგრძენით თავი დაცულად, უსაფრთხოდ, თქვენზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ნუ ჩათვლით, რომ ამის გამო საფრთხე ჩავლილია, თორემ ეს თვითონ იქნება უდიდესი საფრთხის შემცველი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები