0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსი თაკო ჩარკვიანის მეუღლესაც დაუდასტურდა

კორონავირუსი თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ჯონი გიგანსაც დაუდასტურდა, - ამის შესახებ ცნობილი „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერისგან, გიორგი ვაშაძისგან ხდება ცნობილი.

თაკო ჩარკვიანთან კონტაქრის გამო, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, მა თაკო ჩარკვიანთან, ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.

„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის",  -წერს გიორგი ვაშაძე ფეისბუქზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები