მსოფლიო
ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა იყო მაშინ, როცა ტესტირება ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო – გაბუნია
2020-09-10 18:50:47
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბათუმის და ზოგადად, ქალაების ჩაკეტვის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ტესტირება ახლა ხელმისაწვდომია.
მისი თქმით, ჩაკეტვის ნაცვლად, ეპიდაფეთქების ზონებში უნდა ჩატარდეს ტესტირება, კონტაქტების მოძიება, სწრაფი იზოლაცია და უნდა მოხდეს სოციალური აქტივობების შეზღუდვა.
„ქვეყანაში ეპიდკერების ლოკალიზაცია უნდა მოხდეს. ბათუმის შემთხვევაში, ასეთი დიდი დასახლებული პუნქტის კარანტინში მოქცევა გამართლებული არ არის, რადგან შიგნით მაინც მოხდება ეპიდემიის გავრცელება. ამიტომ, ჩვენს პირობებში, როდესაც დღეს ტესტირების მეტი შესაძლებლობა გვაქვს და შეგვიძლია სწრაფად გამოვავლინოთ ადამიანი, ვისაც აქვს ინფექცია, ამ პირობებში მასშტაბური კარანტინის და ქალაქის ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს.
ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა იყო მაშინ, როცა ტესტირება ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო. წერტილოვანი ქმედებები ნიშნავს იმას, რომ ბათუმის მსგავს ეპიდაფეთქების ზონებში უნდა ჩატარდეს სწრაფი ტესტირება, კონტაქტების მოძიება, სწრაფი იზოლაცია და რა თქმა უნდა, სოციალური აქტივობების შეზღუდვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში.
კომენტარები