0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცაგერში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

ცაგერში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. მიზეზი სოფელ ორბელში დადასტურებული 12 შემთხვევაა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცაგერში, მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების შესასვლელებში მოსახლეობას ნებაყოფლობით PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

"ეპიდემიოლოგების ჯგუფი მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებშია კონცენტრირებული, სადაც დაიწყება ინტენსიური PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი. 

შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ PCR ტესტირებას, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება. 

ძალიან აქტიური კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან მიმართებით, რომლის პირველადი წყაროც სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ინფიცირებულებთან კავშირი, ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებს სცდება და მათთან კონტაქტში მყოფი პირები არიან როგორც ზუგდიდში, ასევე ქუთაისში. მათ საერთო აქვთ ქორწილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები