0 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები იქნება"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძის განცხადებით ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიც გაზაფხულზე იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვერ განხორციელდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ლოკალური შეზღუდვები იყოს.

„რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ. შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვი, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები