პოლიტიკა
პაატა იმნაძე - ქორწილები, მესმის, რომ ბედნიერებაა, მაგრამ გადადონ ძეობამდე და მერე აღნიშნონ
2020-09-10 13:37:14
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს ღონისძიებების მოწყობისგან თავი შეიკავონ.
"წერტილოვანი შეზღუდვები, შეიძლება, დაკავშირებული იყოს არა აუცილებლობასთან დაკავშირებულ შეკრებებთან. ქელეხები არც ეკლესიურად არაა გამართლებული 200-300 კაციანი ქელეხები. ქორწილები, მესმის, რომ ბედნიერებაა, მაგრამ გადადონ ძეობამდე და მერე აღნიშნონ. არაა აუცილებელი, პანდემიის დროს ღრეობები მოვაწყოთ,"- განაცხადა იმნაძემ.
კომენტარები