მსოფლიო
რა შეზღუდვები მოქმედებს დღეიდან – გახარიას განცხადება
2020-09-10 12:33:14
პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.
მისივე თქმით, დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, ღია ცის ქვეშ იკრძალება. ასევე, იკრძალება ღაბის კლუბები ღია სივრცეებშიც.
„კიდევ ერთხელ ვამბობ – ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენს მოქალაქეებში. ერთ-ერთმა ქორწილმა, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით. ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1850-მდე გაიზარდა. მათგან 1334 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.
კომენტარები