0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე გაანიავა ქართველი ხალხის ქონება

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე მთავრობის მიერ თელასში 25%_იანი წილის მიზერულ თანხად

გაყიდვას გამოეხმაურა. როგორც მიქაუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ქართველი  ხალხის ქონება. 

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა უარყოფდა, დადასტურდა და დღეს სახელმწიფო აქტივი კონკურენციის გარეშე გასხვისდა.

“ საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ჩვენი, ხალხის ქონება და თელასში 25%-იანი წილი მიზერულ ფასად გაყიდა. ერთი წლის წინ გავრცელდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიზნესჯგუფი, რომელმაც დღეს შეიძინა ეს წილი, აპირებდა თელასის ყიდვას, თუმცა მაშინ მთავრობა უარყოფდა ამ ფაქტს. ამიტომ ვსვამ კითხვას, რა შეიცვალა მას შემდეგ, რატომ აღმოჩნდა ასე სასწაფოდ აუცილებელი შუა კორონა ეპიდემიის დროს, როდესაც ზოგადად შემცირებულია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, სასწაფოდ, ერთ თვეში გაყიდულიყო ეს აქტივი”-განაცხადა მიქაუტაძემ. 

“ამასთან, დაბალი იყო საწყისი ფასი - დაახლოებით 10 მილიონ დოლარი, მაშინ, როდესაც თელასის 75% 1998 წელს გაიყიდა 25 მილიონ დოლარად. მას შემდეგ კომპანიაში  განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია. დღეს ამ პირობებში სახელმწიფო ამბობს, რომ ის 25%-იანი წილი, რომელიც დარჩა ქვეყანას, მხოლოდ 10 მილიონი დოლარი ღირს. ეს ცალსახად არის კორუფციული და საეჭვო და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ,”-განაცხადა მიქაუტაძემ და მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართა, კონკრეტულად კი, გახარიასგან ელოდება პასუხს, რატომ გახდა აუცილებელი სასწაფოდ თელასში სახელმიწფო წილის გაყიდვა და რატომ ასეთ დაბალ

ფასად. ის მოითხოვს, გასაჯაროვდეს აუდიტორული დასკვნა  და ყველა იმ კომპანიის სია, რომელიც სახელმწიფომ აუქციონში მოიწვია, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. 

გიგლა მიქაუტაძემ მიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ შეაჩერონ მიმდინარე პროცესი,  შეიწავლონ კარგად და დასვან  იგივე კითხვები, რასაც სვამს “ლელო” და სანამ არ მიიღებენ პასუხებს, ტანზაქცია არ ჩათვალონ შესრულებულად. 

“მე მინდა გითხრათ, რომ ლელოს “მარშალის გეგმის” მიხედვით სახელმწიფო კომპანიები განკერძოვდება გამჭვირვალე გზით. ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, როდესაც სახელმწიფო ქონება გასხვისდება მხოლოდ საფონდო ბირჟის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მცირე წილი მაინც შეიძინოს სახელმწიფო ქონებიდან. ამით დავასრულებთ სახელმწიფო ქონების მიტაცება-განიავების მანკიერ ტრადიციას საქართველოში” - განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...