1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“პატიებას ვითხოვ ასეთი პირდაპირობისთვის… ათასჯერ მოვიყრი მუხლს…” – ლუკა კურტანიძე

მსოფლიო ჩემპიონი, ლუკა კურტანიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“აი ამ ადამიანმა 8 წლის წინ ცხოვრების გზაზე წაქცეულს, უამრავ ბრძოლა გამოვლილს და დაღლილს ტკივილებით, ჩამკიდა თავისი სუფთა ხელი და უსასრულო სიყვარულით იტვირთა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე ! 

 

ამ ულამაზესი სიყვარულით, რომელიც სიტყვით არ და ვერ გადმოიცემა, მომცა უმთავრესი სიცოცხლის სურვილი და ამასთანავე მსოფლიო მწვერვალზე, ისევ მაბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის, ისე რომ ერთი წუთითაც არ შედრეკილა ამ ურთულეს გზაზე. პირიქით ,ჩემი ფარი და ხმალი გახდა რომელიც მეამაყებოდა ყველგან და ყველაფერში. ..

ასე ერთად 4 ჯერ მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული / ლოსანჯელესში. . მაკედონიაში ..ბულგარეთში და შარშან აქ თბილისში / დამიბრუნა ის სიხარული და ბედნიერება რაც აღარ მქონდა ცხოვრების გზაზე გაბნეულს…. ის დაკარგული სიხარული დამიბრუნა…. 

 

არ ვიცი აქ იმის მეათასედი არ დაეტევა რაც მინდა ვთქვა ამ ღვთისწყალობაზე, რომელიც ყველაზე დიდი სიმდიდრეა და ყველაზე დიდი ტიტული რაც მსოფლიოში მომიპოვებია! დიახ, ბედნიერი ვარ და უსაზღვროდ მამაყება, რომ ჩემი ჯვარდაწერილი მეუღლეა! 

დიახ, ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი ძლიერი ადამიანი და ამასთანავე კალმით ნახატი სიცოცხლე მიწყალობა უფალმა.! დიახ, მთელი ჩემი სამშობლოს წინაშე და უპირველესად უფლის წინაშე მინდა ჩემს თანამეცხედრე ხათუნა მიქაცაძეს მუხლმოყრილი მადლობა შევწირო უსასრულო სიყვარულისთვის.. უდიდესი საინტერესო ქარტეხილებით სავსე ცხოვრებისთვის და ამასთანავე ულამაზესი გამარჯვებების სიხარულისთვის… ასევე უდიდესი მოთმინებისთვის … უამრავი ტკივილის დათმენისთვის და რაც მთავარია ღირსეული მეუღლეობისთვის …. 

დღეს 8 სექტემბერს ამ ულამაზესი ადამიანის დაბადების დღე ცრემლნარევი ვამბობ მთელი ერის წინაშე ბოლო ამსუნთქვამდის ასე ცაში ღმერთამდე მიყვარხარ ჩემო უფლის ულამაზესო წყალობავ. ისევ გავიმეორებ… ათასჯერ მოვიყრი მუხლს და თვალცრემლიანი გეტყვი მაპატიე. …მაპატიე ჩემი ცოდვილი ცხოვრების დიდი ტვირთი … მაპატიე ჩემო იმედო… ჩემი უსასრულო სიყვარული შენდამი. ეს არის ის მცირედი, რაც სიტყვით გამოითქმის …ისე კი ათასჯერ მეტია სულში, გამოუთქმელად რასაც ვგრძნობ. …

 

უფალს შევთხოვ ერთს, როცა დადგება ჩემი სიცოცხლის დასასრული … აი მაშინ მათქმევინოს შენთვის რომ უბედიერესი ადამიანი ვიყავი, რომ შენ ასე ღმერთამდე არაამქვეყნიურად მიყვარდი და თუ შენი სუფთა ცრემლი დამეცემა სულ მილეულს მაშინ იქ ღმერთთან ბედნიერი წარვსდგები…. პატიებას ვითხოვ ასეთი პირდაპირობისთვის…. უბრალოდ ასე გიყვარდეთ ის, ვინც გაცოცხლებთ ამ ქვეყანაზე! მეტი არაფერია სიცოცხლე. …”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები