მსოფლიო
ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-08 16:16:12
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მათი თქმით, მეხანძრე-მაშველს კორონავირუსზე ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მანამდე ამ ადამიანმა 2 კვირით ადრე გაიარა გეგმიური შემოწმება და პასუხი უარყოფითი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა და ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
შსს-ს ცნობით,ინფიცირებული მეხანძრე-მაშველი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობს და ის თავს კარგად გრძნობს.
კომენტარები