1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ეს არის ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც მე დავუშვი…” – რას ნანობს მიხეილ სააკაშვილი

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, ისაა, რომ საქართველოში თავის დროზე არ შევქმენი უკეთესი სასამართლო სისტემა, ამას ნამდვილად აღარ გავიმეორებ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო-ჩართვისას აცხადებს.

„ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ ჩაერევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რადგან საკუთარ თავზე გამოვცადე, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო. მე ზუსტად ვიცი, რომ ამაზე საშინელება არაფერი არსებობს. მე, ჩემმა ახლობლებმა და თქვენ, საკუთარ თავებზე გამოვცადეთ, მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მახსოვრობა რომელიც მე შემომრჩა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, რომ თავის დროზე არ შევძელი და შევქმენი უკეთესი სასამართლო სისტემა საქართველოში. ამ შეცდომას ნამდვილად აღარ გავიმეორებ, საქართველო იქნება ისეთი, რომ ჩვენს რეგიონში ყველა სასიამოვნოდ იქნება გაკვირვებული და ყველა ჩვენი მოქალაქე დაცული იქნება. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დაშვებული შეცდომებისთვის კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს და იმედოვნებს, რომ მიეცემა საშუალება ამის გამოსწორებისა და კიდევ მეტი საქმის გასაკეთებლად.

„რა თქმა უნდა, მე დავუშვი ბევრი შეცდომა, ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მეორე მხრივ, ვინც არაფერს აკეთებს, არც შეცდომებს უშვებს. ზოგიერთი არაფერს აკეთებს, მხოლოდ შეცდომებს უშვებს.

მინდა, ამ შეცდომებისთვის კიდევ ერთხელ მოგიხადოთ ყველას გულწრფელი ბოდიში. მაგრამ, მარტო ბოდიში არ კმარა, მთავარია ამ შეცდომების გამოსწორება. მე მინდა ამ შეცდომების გამოსწორების და ბევრად მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცეს“, – აცხადებს სააკაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები