1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულ ოცნება“ საზოგადოებას პოლიტიკურ სპექტაკლს სთავაზობენ

 “ერთადერთი, ვისაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება უხარია, “ქართული ოცნებაა",“-ამის შესახებ  “ლელო საქართველოსთვის”  ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა    ლევან კობერიძემ განაცხადა.  კობერიძის თქმით, არჩევნებზე მთავარი გამოწვევა ორპოლუსიანობის გარღვევაა.

“ეს არის ისევ ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც გვთავაზობს ეს ორი პარტია. 

მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, მოსახლეობისა და არჩევნების მთავარი გამოწვევა არის სწორედ ამ ორპოლუსიანობის გარღვევა. "ლელო" კი არის ის პარტია, რომელიც შეძლებს, რომ არჩევნების გზით ქვეყანაში ორპოლუსიანობა დაასრულოს. 

„ორპოლუსიანობა არის გამოწვევა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის, ყავლგასული ორპოლუსიანობის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობენ. „ლელო“ კი  არის პარტია, რომელიც შეძლებს ამ ორპოლუსიანობის გარღვევას არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დახმარებით“, – განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები