პოლიტიკა
"ესაა ხალხის ფულით მანიპულირება და მოწყალებად გასაღება. 5 მილიარდი ვალი აიღო ქვეყანამ" - რომან გოცირიძე
2020-09-07 14:15:54
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ივანიშვილის გუნდის ინიციატივას საბიუჯეტო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
"ესაა ხალხის ფულით მანიპულირება და მოწყალებად გასაღება. 5 მილიარდი ვალი აიღო ქვეყანამ, ეს თანხა ბიუჯეტის ნაშთებშია გაყინული. 2.5 მილიარდი ხელუხლებელია და ელოდებიან ოქტომბერს რომ მიაყორონ ეს ფული და ამით ამომრჩევლის გული მოიგონ.
სად იყვნენ აქამდე როცა ახლა ახსენდებათ ვალის ჩამოწერა და მოსახლეობის დახმარება? სად იყვნენ, როცა კარანტინში ხალხი შიმშილობდა?!" - აცხადებს "ნიუპოსტთან" გოცირიძე.
კომენტარები