პოლიტიკა
კონსპირაციული სუფრა – “ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები სასულიერო პირებთან ერთად ქეიფობდნენ
2020-09-07 14:17:51
მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები “მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას ეხმაურებიან, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე “პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან და ქუთაისის მიტროპოლიტ მეუფე იოანესთან ერთად რესტორანში ქეიფობს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვრცელდება ვიდეო კადრი, სადაც ლომინაძე, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და მაღალი სასულიერო იერარქიის პირები იმყოფებოდნენ კონსპირაციულ სუფრაზე ქუთაისში მდებარე რესტორანში, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მესამე სექტორის თქმით, აუცილებელია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა საქმე ჰქონდა მას პრორუსული იდეოლოგიის მქონე პარტიის წევრებთან და მეუფე იოანესთან.
“მთავარი არხი” დილიდან ცდილობს ზაზა ლომინაძესთან და მეუფე იოანესთან დაკავშირებას, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
წყარო: მთავარი არხი
კომენტარები