1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ ბოლო ამოსუნთქვამდე და დამიჯერეთ გამარჯვება ძალიან ახლოს არის”-გიორგი გლუნჩაძე

“ლელოს” რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი გლუნჩიძე, რომელსაც რამდენიმე დაღის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მის მხარდამჭერებს მადლობას უხდის. 

როგორც გლუნჩაძე წერს, “ლელო” არის გარანტია იმის რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კანონი იკანონებს და მიუხედავად სოციალური სტატუსისა ის ყველასათვის ერთი იქნება. 

“ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო,ჩვენი საზოგადოების რიგითო წარმომადგენლებო, უპირველეს ყოვლისა მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩემთვის ამ მნიშვნელოვან  დღეებში  გვერდით დგომისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო პრესისა და მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა ჩვენი პარტიის ყველა წევრს, ხელმძღვანელი პირებიდან რიგით აქტივისტამდე. “ლელო” მხოლოდ პოლიტიკური პარტია არ არის ჩვენთვის ჩემო თანამებრძოლებო, “ლელო” ჩვენი სახლია, ჩვენი დიდი ოჯახი,  საქართველოს მომავალი, “ლელო” გარანტია იმის რომ საქართველოში აღარასდროს იარსებებენ მშიერი ბავშვები, “ლელო” გარანტია იმის რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში კანონი იკანონებს და მიუხედავად სოციალური სტატუსისა ყველასათვის ერთი იქნება, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვეღარავინ, ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ხალხის კუთვნილი თანხის  მითვისებას და  ხალხის ხარჯზე გამდიდრებას. ჩვენი საქართველო იმსახურებს დიდ წარმატებას, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ხალხი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ,”-განაცხადა გლუნჩაძემ. 

“ლელოს” წევრის თმით, ქვეყანაში მსგავს ძალადობას, “ლელო” ძალიან მალე მშვიდობიანი გზით დაასრულებს, ხოლო  მმართველი გუნდის მოქმედებები პოლიტიკურად გახრწნილ ძალადობრივ რეჟიმად შეაფასა. 

“მინდა გითხრათ, მინდა მოგიწოდოთ არ შეგეშინდეთ, სულიერდ არ გატყდეთ არ შეგეშინდეთ თქვენი შვილების კეთილდღეობის და ნათალი მომავლისათვის ვიბრძოლოთ ბოლომდე,”-განაცხადა გიორგი გლუნჩაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გლუნჩაძეს თავს 4 სექტემბერს დასხნენ,  დაშავებული ინციდენტის შემდეგ,  ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაყვანეს, სადაც  გამოკვლევები ჩაუტარდა. ახლა ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები