1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შემზარავი კივილის ხმა გავიგეთ. მთვრალი ყოფილა მამა და დრიფტაობდა გზაზე“- გორში მომხდარი ავარიის დეტალები, რომელმაც 12 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

"შემზარავი კივილის ხმა გავიგეთ. მთვრალი ყოფილა მამა და დრიფტაობდა გზაზე, არ ვიცით ვის ან რას ედრიფტავებოდა. ძალიან ჩქარა მიდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ექიმები კი მალე მოვიდნენ, თუმცა რომ წაიყვანეს ბავშვი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი იყო. " - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

დიანიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები