1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგიზ ცერცვაძე: საგანგებო მდგომარეობის დაბრუნება გამორიცხული არ არის

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში კვლავ საგანგებო მდგომარეობა დაბრუნდეს.

მისი თქმით, ეს გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ.

„ეს მიკროაფეთქებები კარგი არ არის, მაგრამ ის მოსალოდნელი იყო, იქნება მეორე ტალღა, უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე ახლა, მაგრამ ისე არა, როგორც აპრილში. არსებობს სერიოზული რისკი, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი დავაბრუნოთ, რაც გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ“. - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები