1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როცა ვაქცინა დამტკიცდება, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი რისკ ჯგუფებისთვის"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, ის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის.

გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნული განაცხადი საქართველომ უკვე გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში.

„31 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში იმის შესახებ, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ეს დაახლოებით გახლავთ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა. გვაქვს ორი დედლაინი, 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი -რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები