მსოფლიო
კელი დეგნანი პარტიებს ამომრჩეველთან სწორი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს
2020-08-31 13:38:34
დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ოფიციალურად შედის. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
ელჩი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი საარჩევნო პლატფორმები უკეთ გააცნონ.
„საარჩევნო კამპანია, როგორც ხედავთ დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტიროკაა შესამჩნევი. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ სააკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდპანდემიის შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, სადაც არ ხდება ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა.„ძალიან მნიშველოვანია საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება, რათა შეიქნას საარჩევნო გარემო, სადაც არ ხდება ამომრჩევლის დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საქართველოში, ოქტომბერში ჩატარდეს ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – აცხადებს კელი დეგნანი.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ჩატარების თარიღი. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს იმართება, ბოლო შაბათი კი 31 ოქტომბერია.
კომენტარები