0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას" - თურნავა

ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას-აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მისი შეფასებით თვიდან თვემდე ეკონომიკის შემცირების ტემპი სუსტდება და პოზიტიური დინამიკაა.

"ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ივლისში დაფიქსირებული -5.5% უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ 7 თვეში კი ეკონომიკის 5.8%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები