0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიამ ირმა ინაშვილს ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი უკან დაუბრუნა

პატრიოტთა ალიანსის მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესია უკან აბრუნებს. ამის შესახებ განცხადება  გამოქვეყნდა დეფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებლური ე.წ ეკლესიის ვებგვერდზე. 

"აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ მიიღო ქართველი დეპუტატების მიერ ჩამოტანილი ხატი, რომელიც საჩუქრად ილორის ტაძარს გადაეცა და ხატს უკან აბრუნებს. 

ხატი ისე შეწირეს, რომ ეკლესიის შესაბამისი იერარქიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მსგავსი ქმედებები მიუღებელია, სანამ საქართველოს ეკლესია არ ცნობს აფხაზეთის სახელმწიფოსა და მისი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას," - წერია განცხადებაში 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები