1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ეხმაურება და მას მოჩვენებითს უწოდებს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ეხმაურება და მას მოჩვენებითს უწოდებს.

 

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის აუცილებელია, თუმცა მისიებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არა მხოლოდ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას, არამედ სრულად გაუწიონ მონიტორინგი  საარჩევნო პროცესს.

"მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ მიზნით  უნდა მოიწვიოს ხელისუფლებამ ყველა ავტორიტეტული  სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა მათ შეექმნათ ობიექტური სურათი სრულად - საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით“- აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადებაში. 

20/20-ში პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები არ ატარებდეს მოჩვენებით ხასიათს.

 „საკანონმდებლო ინიციატივა რეალურად ორიენტირებული უნდა იყოს საარჩევნო დარღვევების გამოვლენაზე, ამისთვის კი აუცილებელია  შეიქმნას ეფექტური და სამართლიანი მექანიზმი. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მსგავსი ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივები არ სარგებლობს  საზოგადოების მაღალი ნდობით. რეალური პრობლემა არა რეგულაციების გამკაცრებაში, არამედ მის  აღსრულებაშია.  მოქმედი კანონმდებლობის პირობებში არსებობს ბევრი საარჩევნო დარღვევა, რომელიც დღემდე გამოუძიებელი არის“.- აღნიშნავენ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები დანიშნოს. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია გამოდის ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები