პოლიტიკა
ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება – თალაკვაძე
2020-08-26 14:38:34
აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩევლის დაშინება და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება.
“ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც”,- ამბობს თალაკვაძე.
მისი განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას, ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებეულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.
მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიზანია, რომ საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.
კომენტარები