1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშობელი შენობაში ვერ შევა, სათამაშოს ვერ მიიტანს – რა პირობებით იხსნება საბავშვო ბაღები

საქართველოში საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, რიგი რეკომენდაციები ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია. კერძოდ, იკრძალება მშობლის შენობაში შესვლა, დადგენილია ჭურჭლის და სათამაშოების რეცხვის პროტოკოლი.

მისი განმარტებით, იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში. ბავშვი ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელმა უნდა შეიყვანოს.

“გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, გაწერილი იქნება ეს პროედურა დეტალურად.

ბაღის დაწყებამდე ძიძებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას.

განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვის მიმართ, უნდა შედგეს გრაფიკი, ბავშვების რაოდენობა იყოს დაბალანსებული თითოეულ ჯგუფში, იკრძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან, ასევე, ისეთი სათამაშოს გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულად ჩასატარებელია.

წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან,” – თქვა ბექა ფერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სათამაშოები უნდა გაირეცხოს 37 გრადუსზე და გაშრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები