0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფო კილაძე - იმ საცოდავი ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე  სოფო კილაძე 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს :

11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო. ძალადობის შემთხვევების არნახული მასშტაბები ცალკე ძალიან დიდი თემაა და ამაზე სხვა დროს. მაგრამ, სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები: დედა, და, დეიდა, მეზობლები, ახლობლები? რატომ არავის მოუვიდა აზრად ამ ბავშვის დაცვა, როცა ყველამ იცოდა რომ კლავდა შვილს ეს არაადამიანი ცემით? რატომ არ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სუსტზე, როცა მას ჩაგრავენ? წარმოიდგინეთ, რა გადაიტანა პატარამ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა. ამაზე ფიქრიც კი მზარავს. მე მგონია, იმ საცოდავი ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები