1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“შატილის გზაზე საშინელი ტრაგედია მოხდა. ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილია  17  ადამიანი.  ეს უდიდესი დანაკარგი და ტკივილია თოთოეული ჩვენგანისთვის. ასეთი თავზარდამცემი ამბის შემდეგ რთულია შესაბამისი ფორმის მოძებნა, რომ ახლობელი ადამიანები ანუგეშო.

"ლელოს" და მისი ყველა წევრის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს”-ნათქვამია “ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 მძიმედ დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები