1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფსოუზე რუსეთის საზღვრის გახსნამ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხი გაზარდა

დღეს “ლელოს” ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და მდინარე ფსოუზე საქართველო-რუსეთის  საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრეს. 

“ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის , ლანა გალდავას თქმით,  რუსეთიდან შემოსულმა ტურისტებმა გააუარესა ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც დაავადებულთა რიცხვის ზრდაში გამოიხატება. 

“ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ უკონტროლოდ შემოსულმა რუსულმა ტურისტულმა ნაკადმა საგრძნობლად გააუარესა ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, საგანგაშოდ იმატა დაავადებულთა რიცხვმა.

ადგილზე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა და პერსონალი ვერ უმკლავდება ვირუსულ აფეთქებას. დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მოხალისეობისკენ, დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დიდი ნაწილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ვირუსის გავრცელების ძალიან მძიმე სურათს და ეპიდაფეთქების საფრთხეს,”-განაცხადა ლანა გალდავამ. 

ლანა გალდავას თქმით, პოლიტიკური გაერთიანება აცხადებდა და ახლაც თვლის, რომ აფხაზეთში ინფიცირებული პირებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში მდებარე საავადმყოფო. ამავდროულად, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში უნდა გადამზადდეს  მედპერსონალი.

“კიდევ ერთხელ ვახსენებთ მოქმედ ხელისუფლებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მათზე იზრუნოს.

საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება ფსოუმდე და როკის გვირაბამდე. დღევანდელ დღეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და საქართველოს ხელისუფლებას მართებს როგორც აფხაზურ, ასევე ოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ვალდებულება,”-აცხადებს გალდავა. 

ბრიფინგის დროს “ლელოს” ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია ბარამიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ჟენევის ფორმატის ფარგლებში აღდგეს შეხვედრები გალის რაიონში, რომელიც ემსახურებოდა ინციდენტებზე პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავებას.

დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მსგავსი, მრავალმხრივი ფორმატი ხელს შეუწყობს, ეფექტურად გადაწყდეს ყველა საკითხი, რომელიც დგას აფხაზი მოსახლეობის წინაშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები