1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანა ნაცვლიშვილი - არჩევნებამდე 2 თვით ადრე პროკურატურა გიორგი გახარიას „გათეთრებას“ ცდილობს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, გახარიას „გათეთრების უბადრუკ მცდელობად“ აფასებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით,  აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების დრო არჩევნებამდე 2 თვით ადრე პერიოდს „უცნაურად ემთხვევა“. „ლელო“ ითხოვს, დადგინდეს, თუ ვისი ანაბეჭდები იყო წერილზე. 

“პროკურატურამ უნდა მიიყვანოს გამოძიება ბოლომდე და თავი დაანებოს პოლიტიკურ მანიპულაციას არჩევნებამდე ორი თვით  ადრე პრემიერის გათეთრების მცდელობებს და პასუხი გასცეს კითხვებს, ვის ეკუთვნის წერილზე დადასტურებული 20 ავთენტური ანაბეჭდი, რომელიც დადასტურდა ლონდონში და ამ პროკურატურის პირობებშიც კი ვერ უარყო საგამოძიებო სისტემამ,”-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები