1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელო საქართველოსთვის” მწუხარებას გამოხატავს ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო

“ლელო საქართველოსთვის” მწუხარებას გამოხატავს ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო, რამაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე და თავისუფალი არჩევანის გამოხატვის უფლება ეჭვის ქვეშ დააყენა. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არცერთი ხელისუფლება არ უნდა შეეწინააღმდეგოს ძალადობრივი და რეპრესიული ხერხებით მშვიდობიანი ხალხის მიერ პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოხატვას. 

ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოებრიობის იმ ერთადერთ ღირსეულ გზას, რასაც მსოფლიოს პროგრესული პოლიტიკური ძალები ერთიანად მივესწრაფვით. გვჯერა, რომ ბელარუსში მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაჭრა და დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოძმე სახელმწიფოსა და მისი მშვიდობისმსურველი ხალხის შემდგომი განვითარებისთვის. 

დღეს ბელარუსში წყდება არამხოლოდ ერთი ხელისუფლების, არამედ დემოკრატიული და ზნეობრივი პოლიტიკის ბედი მთელს ფართო რეგიონში. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ბელორუსისა და სომხეთის მაგალითები ადექვატურად იქნება გაანალიზებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ოქტომბრის არჩევნები, ყველა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდება.  

გვინდა ჩვენს მოძმე ბელარუს ერს ვუსურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და დემოკრატიული პოლიტიკური ნების გამარჯვება, რისი დადასტურებაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული ისტორიული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები