0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ადვოკატი -მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნელი დოროყაშვილი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, არასამთავრობო ორგანიზაციიის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ სპორტსმენის ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

ორგანიზაციის იურისტების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნელი დოროყაშვილი სხვადასხვა ფორმით ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ახალი გარემოებებით მხარეები სასამართლოში 20 ოქტომბერს წარსდგებიან.

ბრალის დაზუსტების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილს ოჯახში ძალადობის 4 ეპიზოდს ედავებიან. 

დეტალებზე საუბარი თავად ნელი დოროყაშვილს არ სურს, ამის მიზეზად კი ის, ბავშვის ინტერესების დაცვას ასახელებს. 

"საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პირად სივრცესთან დაკავშირებით არაფრის განხილვას არ ვაპირებ," - აღნიშნავს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი.

დოროყაშვილის ადვოკატი კი, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ჩადენილ დანშაულებზე მიუთითებს და მათი ჩამოთვლისას აღნიშნავს, რომ ძალადობის ფორმებიდან უმეტესობა გენდერული ნიშნით იყო ჩადენილი. 

"არაეთიკური მიმართვა, შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოყენება მის მიმართ, დამცირება და მუდმივი კრიტიკა  იყო ნეკა დოროყაშვილის მიმართ. ასევე იყო მასზე ბასილაშვილის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, ანუ ფინანსების მუდმივი კონტროლი და თვითნებურად შეზღუდვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს განათლების მიღებასა და დასაქმებას უკრძალავდა. პროკურატურა ასევე მას ედავება, იმას რომ ძალადობის ყველა ფორმა გენდერული ნიშნით არის ჩადენილი,"- აცხადებს ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები