0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლუკაშენკო - ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული, მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი

 

ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია და მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა შეტორტმანდა, ცდება. მისივე განცხადებით, მთავრობაში არის ხალხი, ვისზე დაყრდნობაც შეიძლება და ხელისუფლება თავის გზას გააგრძელებს.

„ვინც ქვებს ლესას, განსაკუთრებით საზღვარგარეთ და ეს უკვე აშკარაა, სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება. ეს უსაფუძვლო არ არის. ქალაქ გროდნოში უკვე პოლონეთის დროშებია აღმართული. ეს მიუღებელია. მსგავსი ფაქტები რადიკალური ზომებით იქნება ჩახშობილი“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ბელარუსის მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეებს თეთრ-წითელი დროშები აქვთ, რომელიც 1991-1995 წლებში ბელარუსის სახელწმიფო დროშა იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გროდნო გახდა ბელარუსის პირველი დიდი ქალაქი, რომლის ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნები შეასრულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები