პოლიტიკა
შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნის მამასთან ერთად შიმშილობის დაწყებას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც აპირებენ
2020-08-19 14:18:12
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის პროტესტს გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ, კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძის მამა და ბებია.
როგორც თამაზ ხომასურიძის ბებია ლიანა ხომასურიძე აცხადებს, გენერალურ პროკურატურასთან თავის შვილიშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად თვითონაც აპირებს შიმშილობის დაწყებას, ვინაიდან პროკურატურა არ აკმაყოფილებს მისი ბრალდებული შვილთაშვილის მოთხოვნას.
მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილთაშვილი ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორი გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის მგზავრებმა. ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში არ მონაწილეობდა და ის უდანაშაულოა.
„ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე,როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექმება, - განაცხადა ლიანა ხომასურიძემ.
იგივე პიზიცია აქვს ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუას გიორგი ხომასურიძეს და ამბობს, რომ მისი შვილიშვილი შაქრაშვილის საქმესთან მიმართებით არაფერ შუაშია.
"არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩვენი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ თავიდანვე არ დაურეკა საპატრულო პოლიციას. თუმცა, იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს, ან რატომ მიატოვეს გიორგი შაქარაშვილი?! გიორგი შაქარაშვილის მშობლების სანუგეშოდ ვიტყვი, რომ მათი შვილის სული ზეცაშია. ღმერთი იწამონ, ნუ დაგვჩაგრავენ თანამდებობით და ფულით, გაჭირვებული ხალხი ვართ. ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ", - განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუამ გიორგი ხომასურიძემ.
კომენტარები