0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ, ჩემი მეუღლეც შემომიერთდება"- არასრულწლოვანის მამა თამაზ ხომასურიძე

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მისმა შვილმა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას უკვე იწყებს. თამაზ ხომასურიძის განმარტებით, მისი შვილი ითხოვდა, რომ ის სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოეკითხათ, რათა ამგვარად თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. ამასთან, მამის განმარტებით, დღეს გენერალური პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას მეუღლესთან ერთად თავადაც აპირებს.

გარდა ამისა, როგორც თამაზ ხომასურიძემ განმარტა, სასამართლო პროცესი თვითონ პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მოსამართლემ ერთ-ერთი პროკურორის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ, ჩემი მეუღლეც შემომიერთდება. ასევე შიმშილობას იწყებს ყველა იმ ადამიანის მშობელი, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იჯდა. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. ადვოკატიც უფასოდ მემსახურება, რადგან სახლი გავყიდე. ჩემი შვილის სიმართლეში დარწმუნდა", - განაცხადა ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები