1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

15 აგვისტოს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, “ლელომ” ქალაქ თბილისის მერიასთან ბრიფინგი გამართა. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სოფო შამანიდის  თქმით,  ცხოველთა დაცვის პოლიტიკის არქონის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა და მძიმდება მათი მდგომარეობა. 

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება რეგიონების უდიდეს ნაწილში, სადაც არ არსებობს არც თავშესაფრები, არც კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამები. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. შინაურ ბინადართა კეთილდღეობა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა პირდაპირ კორელაციაშია ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან,”-აცხადებს შამანიდი. 

სოფო შამანიდის თქმით, ქვეყნის არასწორი პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ამახინჯებს საზოგადოების აღქმას ცხოველთა მიმართ.

“ლელო საქართველოსთვის” არის პირველი პარტია, რომელიც პროგრამაში შეიტანს ხედვას მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ რადიკალურად შემცირდეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა საქართველოში - ეს მოხდება არა მიუსაფარ ცხოველთა განადგურების გზით, როგორც ახლა ხდება, არამედ პოპულაციის რეგულირების გზით. ლელოს დევიზია - არც ერთი მიუსაფარი ცხოველი ზრუნვის გარეშე.

ჩვენ ვაპირებთ: 

1.     დაუყოვნებლივ მივიღოთ კანონი “შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”;

2.     გავზარდოთ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პასუხისმგებლობა - ყველა მიუსაფარი ცხოველი მყისიერად აღირიცხება, ჩაუტარდება სპეციალური ვაქცინაცია / სტერილიზაცია / კასტრაცია; გაძლიერდება “მიმკედლებლის ინსტიტუტი”, რომელთანაც სააგენტო მჭიდროდ ითანამშრომლებს. აიკრძალება მიუსაფარ ცხოველთა რელოკაცია.

3.     საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფს მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას / სტერილიზაციას / კასტრაციას და დაავადებულ ცხოველთა მკურნალობას;

4.     საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა) გატარდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ;

5.     გამკაცრდება სახელმწიფოს მხრიდან სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, სახლიდან გაგდებაზე, მოკვდინებაზე, ასევე ცხოველთა დაპირისპირების ფაქტებზე.

6.     გადამზადდებიან ვეტერინარები სხვადასხვა რეგიონიდან, რათა ვეტერინარის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან და არ იყოს საჭირო ცხოველის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე,”-განაცხადა სოფო შამანიდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები