0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია - ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ამ თემაზე მან განცხადება საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა.

ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო თქვენთანაც აქ, თუ რა გაკეთდა, გაკეთდა ბევრი წყალმომარაგებისთვის და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად... არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, შენს ადგილზე, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, ჯარი, პოლიციელი, დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს, - თქვა გიორგი გახარიამ.

"ქართულმა ოცნებამ" საგარეჯოში მაჟორიტარ დეპუტატად დავით სონღულაშვილი წარადგინა. ის საგარეჯოს მოსახლეობას დაპირდა, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასრულებული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები