0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

12 დღე 14 დღის ნაცვლად - მთავრობამ კარანტინი ორი დღით შეამცირა

მთავრობის ახალი, 12 აგვისტოს დადგენილებით, ადამიანი კარანტინში 14-ის ნაცვლად, 12 დღეს გაატარებს. ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შევიდა და ის უცხო ქვეყნებიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებთან ერთად, კორონავირუსის შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ფიზიკურ პირს ეხება.

დადგენილების მიხედვით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი. საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრებმა კი PCR კვლევა, რომლის ხარჯებიც შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ.

საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე კი ვალდებულია PCR ტესტირება საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს და მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ გაიმეოროს.

იმ შემთხვევაში, თუ მას პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული G, რაც ნიშნავს, რომ მას ვირუსი უკვე გადატანილი აქვს, პირი შემდგომი კვლევებისგან თავისუფლდება.

აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირსაც 12-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

დადგენილება ძალაში 2020 წლის 12 აგვისტოს შევიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები