1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატიც დაიცავს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არჩილ გაგნიძეს სავალდებულო წესით (სახაზინო) ადვოკატი დაენიშნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, რომ არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა უარი თქვეს საქმის მასალების ჩაბარებაზე და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. პროკურატურის განმარტებით, იმის გამო, რომ ადვოკატებმა მასალები არ ჩაიბარეს და ბრალდებულისთვის დაცვის უზრუნველყოფა გახდა აუცილებელი, არჩილ გაგნიძეს სახაზინო წესით დაენიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი. სწორედ ამ ადვოკატს გადაეცა საქმის მასალები და ასევე, ეს მასალები გაეგზავნა ბრალდებულს. პროკურატურის განცხადებით, ორივე მათგანი საგამოძიებო უწყებამ გააფრთხილა მასალების გასაჯაროების დაუშვებლობაზე.

სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საკითხზე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშილი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს საქმიდან მათ ჩამოცილებას. მისი თქმით, ეს ნიშნავს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის საქმეში ჩართვას, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ დაცვის უფლების განხორციელებას, ამ საკითხს, მამულაშვილის განცხადებით, წყვეტს სასამართლო.

ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან სავალდებულო წესით დანიშნულმა ადვოკატმა საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერა ხელი, ეს მათზეც ვრცელდება, რადგან ისინიც დაცვის განხორციელებაში არიან ჩართულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები