პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჯერ სიის პირველი ათეული ცნობილი არ არის.. პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
2020-08-12 16:02:24
საარჩევნო სიის ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში ვიბრძოლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ სახელისუფლებო გუნდს საქმე აქვს გასაკეთებელი, შემდეგ კი, საარჩევნო სიის შემადგენლობასაც დაასახელებს.
„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთების რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ, პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები