1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაატა იმნაძე - თუ სვანეთის მსგავსი ეპიდვითარება სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდება დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება

მთავრობის მიერ გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ სვანეთში, კერძოდ კი, ლენჯერში ვირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მისი თქმით, ძალიან ბევრია. 

"დღეისათვის, ლენჯერის შემთხვევასთან დადასტურებული კავშირის მქონე და თავად ლენჯერში, 30 შემთხვევაა უკვე დადასტურებული. აქედან, 5 თბილისში დადასტურდა. 600-მდე ტესტი ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი კი ზუგდიდშია ჩატანილი. ეპიდემიოლოგების ერთი ჯგუფი წასულია ყაზბეგში, სადაც ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს.

სვანეთში დადასტურებული 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს არის ძალიან ბევრი, ამიტომ ყველა ღონისძიება, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა საჭირო იყო ვირუსის მაქსიმალურად შესაკავებლად. თუკი ქვეყანაში ასეთი შემთხვევები რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან ამას რესურსი აღარ ეყოფა. საბედნიეროდ, ყაზბეგში არ ჩანს ასეთი მდგომარეობა,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები