1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის პოლიციის უფროსის მოადგილე , რომელიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანებს ემუქრება?

 ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილე, მერაბ რიკაძე, რომელიც ქართული ოცნების პარტიული კოორდინატორის მოვალეობას ასრულებს, როგორც აღმოჩნდა ზონდერის ფუნქცია-მოვალეობებსაც წარმატებით ითავსებს. კერძოდ, ემუქრება და აშინებს იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. იგი სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა ისტორიის მასწავლებელს სოფელ ღორეშადან. ადგილობრივების თქმით, ის ასევე მფარველობს საქონლის ქურდებს და დავალებებს იღებს ხარაგაულის საკრებულოს  თავმჯდომარისგან, მანანა ბარბაქაძისგან.

  “ეს არის ქართული ოცნების პარტიული კოორდინატორი და რეჟიმის მთავარი დასაყრდენი ხარაგაულში. ბატონი რიკაძე, ნაცვლად იმისა რომ მაგალითად, სოფელ ღორეშაში ხალხს მოპარულის დაბრუნებაში დაეხმაროს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ავიწროვებს და ემუქრება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია” - აცხადებს მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის ოლქში, გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები