პოლიტიკა
მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ტურისტებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ
2020-08-10 15:22:03
მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.-ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.
"შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივების დახმარებას. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ცხელების ცენტრებს,"-განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
კომენტარები