1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორ დააგროვა ანზორ ქოქოლაძემ გაკოტრებული ბიზნესის წყალობით ქონება?

ანზორ ქოქოლაძე არის ადამიანი, რომლის სახელსაც არაკეთილსინდისიერი ქმედებებით ფული კეთება უკვე დიდი ხანია უკავშირდება.

ქოქოლაძემ „ელიტ ელექტრონიქსის“ პირველი ფილიალი 1996 წელს მშობლიურ ბათუმში, ბაზრობაზე გახსნა და თავიდან მხოლოდ აუდიო და ვიდეო კასეტების გაყიდვით შემოიფარგლებოდა.

ეს ერთი შეხედვით არც თუ ისე მომგებიანი საქმე ძალიან წარმატებული გამოდგა და მალე „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს მასშტაბით ბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გახდა, მისი ფინანსური მოგება კი უფრო და უფრო იზრდებოდა.

აღნიშნულ მაღაზიათა ქსელს მოჰყვა მეორე, არა ნაკლებ ცნობილი „ტექნო ბუმის“ ტექნიკის სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ასევე დიდი ფინანსურ მოგებას იძლეოდა, თუმცა როგორ იკვალავდა ქოქოლაძე ბიზნესის გზას, ეს საზოგადოებისთვის ბურუსით არის მოცული.

ცნობილია ის ფაქტი, რომ ბიზნესმენი ადრე სასამართლომ სახელმწიფოს მიმართ დავალიანებისთვის დამნაშავედ სცნო.

ეს ბრალდება დღემდე ძალაში რჩება. სახელმწიფოს, ცვლილებების შემდეგაც არ გადაუხედავს ამ ბრალდებისათვის. 

"მან გარკვეული კომბინაციით ბანკებისგან  აიღო მილიონობით ლარი.

 

სქემა შემდეგში მდგომარეობდა - საკუთარ კომპანიას აკოტრებდა შეგნებულად, კრედიტორებს აცურებდა და სხვა კომპანიას ქმნიდა.

სწორედ ამ მიზნით გააკოტრა „ელიტ ელექტრონიქსი“ და შექმნა „ტექნო ბუმი“, სადაც წინა მაღაზიის პროდუქცია შეიტანა, ყოველივე ეს კი იმ კოდებით დადასტურდა, რომელიც შეტანილ პროდუქციას ახლდა თან.

თუმცა, ახლა ეს უკანასკნელიც გაკოტრების გზას ადგას, რადგან აპრობირებული სქემა მისთვის ფინანსური სარგებლის მომტანი აღმოჩნდა", - გვიყვება მისი ყოფილი პარტნიორი აჭარიდან.

აღსანიშნავია რომ თიბისი ბანკმა თავის დროზე დიდი რაოდენობის სესხი დაუმტკიცა ქოქოლაძეს.

თუმცა, „გაკოტრებული“ მაღაზიათა ქსელი ვეღარ იხდიდა ყოველთვიურად დაკისრებულ თანხას. 

ბანკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეღავათს უწევდა, თუმცა, თანხის გადაუხდელობის გამო, იძულებული გახდა გაეყიდა კომპანია იმაზე ბევრად იაფად, ვიდრე ქოქოლაძეს ჰქონდა თანხა წაღებული.

ამავე დროს, აჭარელი ბიზნესმენის თქმით, რომელიც მისი პარტნიორი იყო, გარდა ქვეყნის შიდა სქემებისა, ქოქოლაძეს საერთაშორისო პარტნიორებთანაც გაუფუჭდა სახელი. 

ყოველივე ეს კი ქართულ ბიზნესს ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის, რადგან საერთაშორისო პარტნიორების თვალში ადგილობრივი ბიზნესმენების მიმართ ისედაც გაფუჭებული იმიჯი კიდევ უფრო მეტად ზარალდება.

თავად ბატონი ანზორი ყოველივეში წინა ხელისუფლებას, თიბისი ბანკსა და მის აქციონერებს ადანაშაულებს. 

ის აცხადებს რომ მას "ელიტ ელექტრონიქსი" წაართვეს, თუმცა, ივანიშვილის უკიდურესად პოლიტიზერებული პროკურატურაც კი არ იზიარებს მის ბრალდებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...